|
2021-11-01 15:08:49, 528 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის, ხიდის ბურჯები ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა და გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი თქმით, ხიდის მშენებლობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის პროექტის განხორციელება ერთი თვის წინ დავიწყეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თამარაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა განიტვირთოს. ასევე, ამ პროექტის შემდეგ, ჩოლოყაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩები მთლიანად იქნება მოწესრიგებული. ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტია. სამუშაოები უკვე წინწასულია. პროექტის დასრულებას და გახსნას 2023 წლის დასაწყისისთვის ვფიქრობთ. სამანქანო ხიდი ბაგებში, რომელიც საფეხმავლო ხიდის გვერდით შენდება, ოთხზოლიანი იქნება და ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემა. დათვლილი გვაქვს ნაკადები, ვიცით არსებული სიტუაცია, თუ რამდენი ავტომობილი გადაადგილდება საათში, ასევე, როგორი პრობლემაა განსაკუთრებით, პიკის საათებში. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა მთლიანად მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „პროექტით გათვალისწინებულია, როგორც უშუალოდ გზის და სახიდე გადასასვლელის, ასევე, სატრანსპორტო კვანძების მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასთან და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან, ბაგების მხარეს განთავსდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, ტროტუარი და ველობილიკი. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს. აღნიშნული ხიდის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 28 319 933 ლარია. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.“- ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)