|
2021-10-29 17:16:16, 1079 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა” გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო
“საქართველოს ბანკი” გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. “ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021”-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში - "ხარისხიანი განათლება" და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" გადაეცა. – ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედ ისეთ პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ კომპანიებს სცნობს, რომელთა საქმიანობაც მიზნად მდგრად განვითარებას ისახავს და როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის, გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს. აღნიშნული ნომინაციები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეყრდნობა.
„როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების სფეროს მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობას. სასტიპენდიო პროგრამები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ონლაინ სწავლის ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში, რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლების სივრცეების, იდეათეკების შექმნა - ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელსაც ბანკი ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით ახორციელებს. მეორეს მხრივ, ბანკი მუდამ ცდილობს წაახალისოს ის პროექტები, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს − ეკონომიკური და სოციალური. შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს ასეთი მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, „Meliora 2021”- ის ჯილდოც მოიპოვა, ხოლო 2019 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდა. ინფორმაციისთვის, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოში ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსი მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.“- ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)