12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 20:02:50, 811 ნახვა

პოლიტიკა
ვალდის ზატლერსი - პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს!

ჩემო მეგობარო მიშა, იყავი ასეთი ადამიანური ყოველთვის. შენ ბევრი კარგი გაქვს გაკეთებული... ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დამთავრდება -  ასე მიმართავს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მისი თქმით, პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს

"პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს! მას არაერთხელ შევხვედრილვარ, იყო ეს აგვისტოს ომი თუ 2012 წლის არჩევნები, რომელიც მან წააგო. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მან ღირსეულად გადააბარა მთავრობა. ხელისუფლების პირველი დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაცემა სააკაშვილის დამსახურებაა.სააკაშვილს საქართველოსთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ის იყო და არის ქართველი ერის პატრიოტი. ხშირად ვიხსენებ ჩვენს ბოლო სადილს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში. იმ დღეს ბიძინა ივანიშვილის სანახავად უნდა წავსულიყავი. მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე, შეგიძლია მირჩიო, თუ როგორ მოვახერხო მასთან თანამშრომლური საუბარი-თქო. სააკაშვილმა ის კი არ მიპასუხა, ჩემს მტერთან რატომ მიდიხარო, ამის ნაცვლად რჩევები მომცა. მაშინ დავაფასე მისი ლიდერობის პოტენციალი, რომელიც მტრობაზე უფრო მაღლა დგას.

ჰოდა, აი ამ ადამიანს ვეუბნები: ჩემო მეგობარო მიშა, იყავი ასეთი ადამიანური ყოველთვის. შენ ბევრი კარგი გაქვს გაკეთებული... ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დამთავრდება," -  განაცხადა ვალდის ზატლერსი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics