12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 14:29:59, 459 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კირკიტაძე, უგულავა, მელია - „ხულიგნების“ მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაცმოძრაობამ“

კირტიკაძე „ხულიგანი“, უგულავა „ხულიგანი“, მელია „ხულიგანი“ – „ხულიგნების“ მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში შესაბამის პასუხს მიიღებს.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დავით კირკიტაძე, რომელიც არის ჩვეულებრივი "ხულიგანი". როდესაც ახალი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ჯერ სცემა დაცვის თანამშრომელი, შემდეგ, როგორც გუბერნატორმა, სცემა ერთ-ერთი მსაჯი და გუშინ რუსთავის მოქალაქე, რომელიც იყო მისული მათ ოფისთან. ვხედავთ რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე, კირკიტაძე - "ხულიგანი", უგულავა - "ხულიგანი", მელია - "ხულიგანი", "ხულიგნების" მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა არჩევნების მეორე ტურისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics