12:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 19:38:13, 930 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება  - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლის და აქტივის მობილიზაცია.

„როგორც მოგეხსენებათ, 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება, თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლის და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. ზუსტად ამაზე გვქონდა დღეს საუბარი. მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური გაიმარჯვებს 30  ოქტომბერს, ჩვენ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც ჰქვია თიანეთის განვითარება. ლევან წიკლაური ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე ღირსეული კანდიდატია და თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics