14:45 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 13:33:02, 697 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - თუ სადმე გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს, ეს იქნება ციხის საავადმყოფო, სხვა დაწესებულება გამორიცხულია

საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება პატიმარი სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება და გამორიცხულია.

„მე, რა თქმა უნდა, არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მივისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენ იუსტიციის მინისტრისგან სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics