|
2021-10-15 14:55:19, 979 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა - არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია
ღვინოს ვიღებდი გუშინ, მთელი დღე, და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ის არ იზიარებს გუშინდელი პროტესტის სულისკვეთებას და არ მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. „დიდად თვალი არ მიდევნებია სიმართლე გითხრათ, სხვა რაღაცეებით ვიყავი გუშინ დაკავებული. ვიცი, რომ ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, რომ თანდათან მივეჩვიეთ, რომ ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის, მშვიდად აფიქსირებს პროტესტს და მშვიდად მიდის სახლში. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იყო იმ აქციაზე, არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და რატომ უნდა ვყოფილიყავი აქციაზე, ღვინოს ვიღებდი გუშინ მთელი დღე და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)