17:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 20:21:52, 783 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის მაგალითი და თავგანწირვა დაილექება და დარჩება ისტორიას

მიხეილ სააკაშვილის მაგალითი და თავგანწირვა დაილექება და დარჩება ისტორიას, - ამის შესახებ ოპოზიციის გაერთიანებულმა მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განცახადა.

„მე მინდა აქედან ჩემს მეგობარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პირველ რიგში ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი მისი სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექება მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს ისტორიის ნათელი მხარეა და დღეს, ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენ ვიცით, ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც, რომ ეს იყო სამშობლოს სიყვარული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics