14:45 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 15:57:54, 631 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9001:2015 კვლავ მოიპოვა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მართვის ხარისხის უმაღლესი შეფასება მიიღო. ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი - ISO 9001:2015 სააგენტოს ბიზნესმენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SAI GLOBAL-მა გრძელვადიანი აუდიტის შემდეგ მიანიჭა.

„მოხარული ვარ, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მეორედ მოიპოვა. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის. ეფექტური მართვა ნიშნავს სააგენტოს რესურსების რაციონალურ ადმინისტრირებას და თუ გავითვალისწინებთ, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირპროპორციულია“, - განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

მართვის ხარისხის საერთაშორისო შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პირველად 2018 წელს მიენიჭა. უწყების მიერ განხორციელებული სისტემური ცვლილებები მაშინაც უმაღლეს დონეზე შეფასდა. პარალელურად, მომზადდა რეკომენდაციები ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც სააგენტოსა და საჯარო ბაგა-ბაღების ოპერირებაში ეფექტურად დაინერგა და განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics