|
2021-10-13 11:46:30, 446 ნახვა
საზოგადოება
ლილოს დასახლებაში ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა
ლილოს დასახლებაში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, უკვე დასრულებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ბიბლიოთეკა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. „სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დავასრულეთ. ბიბლიოთეკა განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. ეს იყო უკვე მოძველებული სივრცე, ამიტომ, მასში სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, მოეწყო გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემა, ხოლო ძველი კაბინეტური ტიპის ოთახების ხარჯზე მოეწყო თანამედროვე, ღია სამკითხველო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებით, სააბონენტო განყოფილება, მცირე სადისკუსიო დარბაზი, სადაც ასევე, განთავსებულია საბავშვო ლიტერატურის კუთხე და საბავშვო მულტიმედიური სივრცე. ფილიალში ასევე მოეწყო მცირე ზომის კაფე მკითხველებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბიბლიოთეკა განახლდა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში კი კიდევ 8 ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. „ზოგადად, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავასრულეთ ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბიბლიოთეკის განახლება-რეაბილიტაცია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით სულ 38 ბიბლიოთეკა გვაქვს. დაგეგმილი გვაქვს მათი სრული რეაბილიტაცია და განახლება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 8 ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, სადაც ასევე, განთავსებული იქნება მედიათეკები, ბიბლიოთეკები, ფიტნესზონა, სპორტული დარბაზები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. შესაბამისად, იქ მისულ ადამიანებს ექნებათ მრავალმხრივი შესაძლებლობა დასვენების, ვარჯიშის და კითხვის. ასევე, ჩვენ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაწყებული გვაქვს იქ არსებული მედიათეკის განახლება და მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)