|
2021-10-12 10:50:55, 969 ნახვა
ეკონომიკა
12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს. შტაბში, ამ ეტაპზე, 30-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველში ერთვებიან. ყურძნის მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, მეღვინეობის განვითარებული ინდუსტრიის მქონე ქვეყნებში, გადამმუშავებელი საწარმოების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა შემცირებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მევენახე ფერმერთა მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევ როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდიას მიიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 7 ლარს გადაუხდის. სუბსიდიის თანხა შეადგენს 3 ლარს 1 კგ როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რაჭის რეგიონის შესასვლელებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებია გახსნილი; მოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან რაჭის რეგიონში შემტანა. ამავე მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევებ ჩასაბარებელი ყურძენს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო ამონაწერი 1700-მდე მევენახეს აქვს აღებული.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)