|
2021-10-10 23:32:35, 5037 ნახვა
სპორტი
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ დათუნაშვილმა (87კგ), რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, ნორვეგიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. დათუნაშვილმა ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა, მანამდე კი, ჯერ რუს მოჭიდავეს, მილად ალირზაევს სძლია, მეოთხედფინალში ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა გობაძეს დაუპირისპირდა და მოუგო, ნახევარფინალში კი დანიელი მოჭიდავე, ტურპან ბისულთანოვი დაამარცხა. 2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)