21:00 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 12:20:44, 710 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე რიშის განცხადებაზე - ის იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგებით

მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც სენატორ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული მხარდაჭერა ლეგიტიმური იყო.

"მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, რომ ამ არჩევნებში, მართლაც, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ისე საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც მან მიიღო, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური და შვიდთვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც მათ შორის ბატონი რიშის და ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რომ ეს მოლაპარაკეები დასრულებულიყოდა ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი მაშინ იყო ლეგიტიმური და ნამდვილი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics