23:10 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 16:38:16, 472 ნახვა

პოლიტიკა
15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა, რაც რიცხვობრივად 1 160 413 ამომრჩეველია

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება.

ცესკოს ცნობით,  დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28  საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.  თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.

ცესკოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-ისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics