00:08 - 31 Jul, 2026
|
2021-10-02 12:28:45, 602 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ხმა მივეცი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას
"ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა"- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიულ პროცესში. "ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ რომ ეს არის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს ის. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)