|
2021-09-29 14:01:03, 952 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო
დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით დაიწყო. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს სწავლებას კომპანია სრულად უფინანსებს. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფილიალებში დასაქმდებიან სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ტრენინგის მსმენელები ბათუმის გარდა ფოთიდან და ქუთაისიდან შეირჩნენ. ბათუმში მათი ცხოვრების ხარჯებსაც თეგეტა ფარავს.
პირველ სატრენინგო დღეს მომავალ თანამშრომლებს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გუნდის წევრებმა უმასპინძლეს. მისალმებისა და გაცნობის შემდეგ საინფორმაციო ტური მოუწყეს და სატვირთო და სპეცტექნიკის შოურუმი დაათვალიერებინეს.
„უკვე რამდენიმე წელია ჩვენმა ჰოლდინგმა მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. თეგეტა აკადემიის ტრენინგების საშუალებით თბილისში წარმატებით მომზადდა ასობით ახალი კადრი საავტომობილო სფეროსთვის. ამჯერად დასავლეთ საქართველოს ფილიალებისთვის ტრენინგები ბათუმის აკადემიაში იწყება. სწავლის დასრულების შემდეგ, აკადემიელები სტაჟირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ბათუმის, ქუთაისის და ფოთის სერვისცენტრებში გადანაწილდებიან. განსაკუთრებით გვახარებს დაინტერესება ქალების მხრიდან. ამ ეტაპზე, ჩვენს გუნდს რეგიონებში 5 ქალი შეემატება“ - მარიამ ჩოხელი, “თეგეტა მოტორსის“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების HR ბიზნეს პარტნიორი. ავტორიზებული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა ავტო მომსახურების სფეროსთვის. თეგეტა აკადემიის ტრენინგ-კურსებს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი ტრენერები, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები „ბოშის“, „მოტულის“, „პორშეს“, „ტოიოტას“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)