04:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 15:03:55, 805 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - სამივე სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას

სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch;S&P;Moody's) შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღწეული ეს შედეგი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი და მოლოდინები გაუუარესდა.

„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები. შეფასებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე, გახდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები. სულ ახლახან, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა 7,7%-მდე, რაც პრაქტიკულად იყო საბაზისო სცენარი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. როგორც ცნობილია, 7 თვის შეფასებებით ეკონომიკური ზრდა აღემატება 12%-ს. პოზიტიურ სცენარში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს წარდგენილი და ყოველდღიური მონაცემები მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარეობს სწორედ პოზიტიური სცენარის მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics