13:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 12:02:17, 354 ნახვა

საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპ შვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა

პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი  უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
წელს პირველად  უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თითოეულ უბანს თავისი შინაარსობრივი და კოლორიტული დატვირთვა აქვს და   ღირსეულ  განვითარებას იმსახურებს.

მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში  აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული. ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის (91,ლნ ლარი)  მნიშვნელობაზეც, რომელიც ქალაქის იერსახეს უნდა მოხმარდეს და საბოლოო ჯამში, თითოეული თანაქალაქელის  კეთილდღეობაზე აისახოს.

მისი თქმით, ქუთაისი არა მარტო განათლებისა და კულტურის სტატუსს დაიბრუნებს, არამედ ტურისტულ ჰაბად იქცევა.  მერობის კანდიდატის გეგმაშია, ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი  ადგილების შექმნა და  შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა   თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

„ ქუთაისის თანაბარი განვითარება, ტურისტებისთვის საინტერესო  ქალაქთა ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა. ქალაქიდან გამგზავრებულ ტურისტებს   ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოსვლის სურვილი უნდა უჩნდებოდეთ. კეთილმოწყობილი სკვერები, რეკრეაციული ზონები, საფუძვლიანად  რეაბილიტირებული გზები,  მოწესრიგებული უბნები,  ახალგაზრდული სივრცეები, მრავალფეროვანი გასართობები და  ატრაქციები, რაც დაგეგმილია,  ჩვენს ქალაქს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის  გახდის უფრო კომფორტულს და სასურველს,  არამედ სტუმრებისთვისაც. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად, რომელშიც თითოეული თქვენგანის ინიციატივა და თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics