12:31 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 15:14:37, 1082 ნახვა

მსოფლიო
„თალიბები“ ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას მოითხოვენ

„თალიბანი“ თხოვნით მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, რათა ამ კვირაში ნიუ იორკში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის  უფლება მიეცეთ.-ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც სააგენტო იუწყება, გაეროს კომიტეტი იმსჯელებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, მაღალი დონის დებატებში მონაწილეობის მოთხოვნას განიხილავს „რწმუნებათა სიგელების კომიტეტი“, რომლის  წევრები არიან აშშ, ჩინეთი და რუსეთი.

„თალიბანის“ განცხადებით, უკვე დამხობილი მთავრობის ელჩი ვერ იქნება მათი წარმომადგენელი გაეროში, სწორედ ამიტომ მათ დოჰაში მყოფი სპიკერი, სუჰაილ შაჰინი გაეროში, ავღანეთის ელჩად  დაასახელეს.

გაეროს წესების თანახმად, ღულამ ისაკაი, ავღანეთის უკვე გადაყენებული მთავრობის წარმომადგენელი დარჩება ავღანეთის ელჩად გლობალურ ორგანოში.

არცერთ მთავრობას არ აქვს ოფიციალურად აღიარებული „თალიბანი“, როგორც ავღანეთის ახალი მთავრობა და გაეროს მიერ ელჩის კანდიდატურაზე თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო აღიარებისკენ.

„თალიბების“ განცხადებით  რამდენიმე ქვეყანა აღარ აღიარებს ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლიდერად.

 ღანიმ მოულოდნელად დატოვა ავღანეთი,  მას შემდეგ რაც „თალიბები“ დედაქალაქ ქაბულისკენ  დაიძრნენ.  მან თავიარაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შეაფარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics