12:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 18:01:01, 655 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი- ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს

რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, ევროპარლამენტის ეს დოკუმენტი ძირითადად  სარეკომენდაციო ხასიათისაა.

”ამ  ანგარიშში საუბარია, თუ როგორ გვსურს ვიხილოთ ევროკავშირის ახალი სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში. ძალიან ძლიერი ლექსიკა გამოიყენება იქ. [...] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი რჩება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად, ” - განმარტა სპიკერმა

პესკოვის განცხადებით, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე

„სამწუხაროდ, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე, არსებული პრობლემების, უთანხმოებების სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით მოლაპარაკებების გზით გადაჭრის აუცილებლობაზე“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.

 შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა დღეს კენჭიისყრის შედეგად  რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics