11:10 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 12:14:28, 1343 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში ფერიის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების და მეცნიერების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ხელვაჩაურში სოფელ ფერიის 430 მოსწავლეზე გათვლილი ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის დაფინანსებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერიის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე სასწავლო წლისთვის დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 3, 4 მლნ  ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ 4 სართულიან სკოლაში ლაბორატორიები, თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდა. მოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში ახორციელებს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელთაგან მიმდინარე წელს 10 სკოლის მშენებლობა დასრულდება. აჭარაში, ასევე, მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics