|
2021-09-14 14:39:08, 279 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა, მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად იბრუნებს თავის პანდემიამდელ ზრდაში წამყვან როლს. არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ან 106 მილიონი ლარით შემცირდა. მაშინ, როდესაც ლარსა და აშშ დოლარს შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ცალკე აღებული აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი და გლობალური რისკ აპეტიტი უფრო მნიშვნელოვანია. პუბლიკაციის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო. 2021 წლის მე-2 კვარტალის აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები წინა წლის დაახლოებით იმავე დონეზე დაფიქსირდა. ამასთან, რეინვესტირებული შემოსავლები გაიზარდა, სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება კი მნიშვნელოვნად შემცირდა. სებ-ის რეზერვები აგვისტოში გაიზარდა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ 2021 წლის სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი პოზიტიურია, რაც ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ შეფასებაში ასევე გათვალისწინებულია 2020 წლის „შოკის გამაძლიერებლის" უკვე სადღეისოდ პოზიტიური ეფექტი. თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - tbccapital.ge
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)