21:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 10:28:16, 582 ნახვა

საზოგადოება
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დღეიდან დაიწყება

13 სექტემბრიდან ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე და ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება.

„ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები. 100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. გათამაშება შედგება ყოველდღიურად, ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის გზით შეარჩევს გამარჯვებულებს, შეატყობინებს ამ ადამიანებს და გადასცემს შესაბამის პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა ტექნიკურ მხარეზე ლატარიის კომპანია გაავრცელებს უფრო დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics