|
2021-09-10 20:20:13, 6780 ნახვა
კულტურა
დმანისში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელებიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მათი განცხადებით, აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ოროზმანის ძეგლის შესახებ. გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს. არქეოლოგიური გათხრების დროს, კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ. მკვლევართათვის ოროზმანის პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებელი 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი. 2010 წელს ქართველ და ფრანგ მკვლევართა ჯგუფის მიერ, ძეგლის თარიღი პალეონტოლოგიური ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მეთოდით განისაზღვრა. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში. "2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის სამეცნიერო ექსპედიციის წევრების მიერ, ძეგლზე ჩატარდა სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები. სატესტო ჭრილის გაჭრისა და შესწავლის შედეგად, უძველესი ფაუნის ნაშთებთან ერთად, ძეგლზე უძველესი ჰომინიდების აქტივობის დამადასტურებელი, დმანისის მსგავსი არტეფაქტები გამოვლინდა. 2021 წლის 20 აგვისტოდან, ოროზმანის ძეგლის შესასწავლად, მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციის პირველი სეზონი ქართველი და ამერიკელი მეცნიერებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის შემოგარენი, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ."-ნათქვამია მუზეიმის განცხადებაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)