11:10 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 11:58:23, 900 ნახვა

რეგიონი
კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 43 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 43 ფაქტი გამოავლინეს.   

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 შემთხვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში,  9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,  სამართალდარღვევის  6 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში - 4 – 4 ფაქტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 3 და სამართალდარღვევის თითო-თითო ფაქტია გამოვლენილი ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეების მიერ უკანონოდ მოპოვებულია,  ჯამურად,  დაახლოებით 41 კუბური მეტრი ხე-ტყე.  

გამოვლენილ  ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 648 ფაქტი გამოავლინეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics