09:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 14:38:31, 685 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პრემიერის დავალებით, ვიწყებთ „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის პროექტის განხორციელებას

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, ვიწყებთ „ენგურჰესზე" ტურისტული კომპლექსის შექმნის პროექტის განხორციელებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი" მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ როგორც ტურიზმის მიზიდულობის უნიკალური ადგილი.

„იცით,  რომ წლებია ვამუშავებდით „ენგურჰესზე" ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი მოინახულებს. წელს პრემიერის დავალებით, გადავედით პროექტის უშუალოდ განხორციელებაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიღებული აქვს დავალება, გამოყოფილია საწყისი ბიუჯეტი და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, სამეგრელოს და რა თქმა უნდა, წალენჯიხას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics