17:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-22 13:23:07, 444 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ექიმები მოქალაქეების ვაქცინაციის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმები მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

„აღნიშნულ სოფლებში იმუნიზაციის პროცესის მიმართ მოსახლეობამ დიდი ინტერესი ინტერესი და მაღალი აქტიურობა გამოიჩინა. თავდაცვის უწყების ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის გამო, სამხედრო ექიმთა ჯგუფი აღნიშნულ სოფლებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩავა.

ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი აცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნა“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics