15:20 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 15:35:26, 501 ნახვა

პოლიტიკა
გურჯაანის მერობის კანდიდატმა ზურაბ უტიაშვილმა კოვიდ პაციენტები მოინახულა

ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი გურჯაანი"ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოს ეწვია.

როგორც მედიისთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანდიდატმა პაციენტები მოინახულა და დაინტერესდა თუ როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა. მმართველი პარტიის კანდიდატი გაეცნო ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესსაც.

ვიზიტისას, მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ: კოვიდი კლავს - ვაქცინა გადაარჩენს! ამ დევიზით უნდა ვიყოთ თითოეული მოსახლე და უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა", - განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით მისთვის, როგორც პროფესიით ექიმისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს როგორ მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის მართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

„გურჯაანის მრავალპროფილიან კლინიკაში მოვინახულე პაციენტები. ვიყავი, როგორც არაკოვიდ განყოფილებაში და ინტენსიურში, რეანიმაციაში, ასევე კოვიდ განყოფილების ინტენსიურში და პალატებში. გავესაუბრე პაციენტებს და ვნახე მათი მდგომარეობა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად მიმდინარეობს კოვიდ პაციენტების მკურნალობის სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მიერ დამტკიცებულ გაიდლაინს მიჰყვება. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.

"ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული."-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics