18:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 15:03:45, 438 ნახვა

საზოგადოება
ლიბერთის სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდა

 ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას კიდევ ერთხელ ახანგრძლივებს.
 
კერძოდ, ლიბერთის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი  გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ეს ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 1 ნოემბრამდე და ბარათების მფლობელებს არ მოუწევთ ბანკის ფილიალებში ვიზიტი პინ-კოდის განსაახლებლად.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ყოველთვის ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. 

შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებმა ბანკში ვიზიტის გარეშე, შეუფერხებლად შეძლონ  როგორც ბანკომატით, ისე გადახდის ტერმინალებით სარგებლობა“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა 

მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ დანერგა გადახდის ტერმინალიდან თანხის გატანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე, ნიკორა სუპერმარკეტის ქსელის, პსპ, ავერსი და ფარმადეპოს ყველა აფთიაქის გადახდის ტერმინალების საშუალებით.

გარდა ამისა, საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ: ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, სოციალური ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკებში,  ფარმადეპოს აფთიაქებსა და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics