|
2021-08-18 14:42:33, 1769 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ტურიზმის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს აჭარის მთავრობასთან ერთად, რათა ახალი ტურისტული ადგილები შევქმნათ
ხულოში ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, რომელიც მოხმარდა გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას, გაზიფიცირების პროექტებს, სკოლების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, ამბულატორიების მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ურბანული განახლების პროექტზე, ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივ წარმოებაზე. „მივესალმები ხულოს და ამ ლამაზი მხარის თითოეულ წარმომადგენელს. ჩვენი ძვირფასი ქვეყნის თითოეულ შვილს მივესალმები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის. მადლობა „ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის. ჩვენს გამორჩეულად თბილ ხალხს მინდა მივესალმო, ჩვენს ხულოელებს, გამორჩეულად თბილ და საყვარელ ადამიანებს, მშრომელ ხალხს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან და ამაგრებენ ამ მართლაც გამორჩეულ მუნიციპალიტეტს. ხულო არის გამორჩეული თავისი სილამაზით, ისტორიით და რაც მთავარია, თავისი ხალხით. აქ მართლაც გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. მე მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით ხალხს და დღეს გესტუმრეთ აქ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატი ხულოში. დიდი წარდგენა არ სჭირდება ჩვენს კანდიდატს, ღირსეული კაცი, ვახტანგ ბერიძე, რომელიც გემსახურებათ თქვენ, ხულოელებო, მთელი გულით და გონებით, თავისი გამოცდილებით, სიყვარულით თავისი ხალხისადმი. მანამდე, მე მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, ხალხს ვუთხრათ, თუ რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და რას ვაკეთებთ, რის გაკეთებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაშიც. ხულოზე რომ ვისაუბროთ, ხულოში ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, რომელიც მოხმარდა გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას, გაზიფიცირების პროექტებს, სკოლების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, ამბულატორიების მშენებლობას. ეს ყველაფერი ძალიან ხელშესახები და თვალში ხვდება თითოეულ აქ მაცხოვრებელს. ძალიან ბევრი სპორტული მოედანი დაფინანსდა. ახლა ჩვენ ვიწყებთ ურბანული განახლების პროექტებს. თითოეულ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები, ასევე სკვერები, პარკები. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი ტურისტული ადგილები მოვაწყოთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩემი დავალებით, ტურიზმის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს აჭარის მთავრობასთან ერთად, იმისთვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვკვეთოთ და ახალი ტურისტული ადგილები შევქმნათ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს ხულოშიც, გოდერძიზე, მწვანე ტბასთან. ჩვენ მწვანე ტბის რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას ვასრულებთ ძალიან მალე. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)