19:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 12:07:54, 371 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით, რომელმაც თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა

მე მინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების" ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძემ თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა.

„მივესალმები ქედას და ქედელებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენი ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ" 7 გამარჯვებას მიაღწია ბოლო 7 არჩევნებში. ახლა  ვემზადებით, რომ მე-8 არჩევნებში ასევე ღირსეულად და დამაჯერებლად  გავიმარჯვოთ.

მე მინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით. დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა და მართლაც ღირსეულად ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, გმირების ისტორიაში. სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა" , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics