16:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 13:48:03, 1478 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: 2008 წელს შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო - დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს. 

"2008 წლის აგვისტო სრულიად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად უმძიმესი იყო. მძიმე იყო ზუსტად ამ რეგიონისთვის, გორისთვის, მიმდებარე სოფლებისთვის და იმ დაკარგული ორასამდე სოფლის მცხოვრებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც თავიანთი მამა-პაპისეული სახლები დატოვეს და წამოვიდნენ დევნილებად.

დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და დაიღუპნენ ეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო. ნამდვილად მძიმეა ამაზე საუბარი, როდესაც მოუსმენ, უყურებ ფილმს. რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - შეწირეს თავის ქვეყანას თავი, არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი და ამ ბიჭებმა, ამ ვაჟკაცებმა, ამ გმირებმა ნამდვილად ახალი ისტორია - გმირობის ისტორია დაწერეს. დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ნამდვილად ამ გმირების წინაშე," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics