|
2015-02-02 13:36:29, 1659 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, 11 პირი დააკავეს
კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჯამში 11 პირია დაკავებული,-ამის შესახებ მთავარ პროკურატურასთან კახა ნაკანისა და ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში ჩაიწერა, რომ დაკავებულები არიან როგორც განზრახ მკვლელობით დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე მტკიცებულებათა ფალსიფიცირებით. ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას ბრალად კორტების სპეცოპერაციის ორგანიზება და ამით მკვლელობის შენიღბვა ედება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ. "დაკავებულია 11 პირი. ისინი არიან როგორც განზრახ მკვლელობით დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებით. ერთი გამომძიებელი ბეროძე, რომელსაც მანქანა დაეჯახა და მიიღო დაზიანებები, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებითაა დაკავებული, ხოლო დანარჩენი განზრახ მკვლელობით. ვფიქრობთ, რომ ბრალდება, რის გამოც ფირცხალავა დააკავეს, აბსურდული თეორიაა, რადგან დაკავების ოქმში წერია, რომ ფირცხალავამ დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და ამ სპეცოპერაციით შენიღბა მის მიერ დაგეგმილი მკვლელობა. სავარაუდოდ, ბრალი მათ ხვალ წარედგინებათ",-განაცხადა დავით ხაჟალიამ. რაც შეეხება მათ ადგილმდებარეობას, ხაჟალიას ინფორმაციით, თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი ე.წ. მოდულის შენობაში, ხოლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. "ასევე გადანაწილებული არიან სხვადსხვა ბრალდებულები",-აღნიშნა ადვოკატმა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)