|
2021-08-05 17:16:17, 1628 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალმა ჩაიტარა
აჭარაში covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალმა ჩაიტარა, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ემინე ჯორბენაძე ყველაზე უხუცესი ქალია, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 102 წლის ხანდაზმულმა, "ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა. "ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ", - აღნიშნა ემინე ჯორბენაძემ აცრის მიღების შემდეგ. უხუცესი ქალბატონი მოუწოდებს ასაკოვნებს არ შეშინდნენ და ჩაიტარონ აცრა, რადგან მისი თქმით გადარჩენის ერთადერთი მთავარი საშუალება ვაქცინაციაა. ცნობისთვის, აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 64 მოქალაქე ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)