|
2021-08-05 16:41:56, 701 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მიიმართება უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე
10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. განხორციელებული კვლევები არაერთი ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს, რომ საგადასახადო დანახარჯების უმრავლესობა გარკვეულ წილად ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. აღნიშნული შეფასება მოგვცემს საშუალებას, გავაუქმოთ არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მივმართოთ ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის მისაღწევად უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)