|
2021-08-03 15:27:30, 538 ნახვა
საზოგადოება
ამერიკის ბერკლის და ავსტრიის უნივერსიტეტები ბათუმში სასწავლო პროექტებს განახორციელებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტის ელჩს, ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტებს შეხვდა. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბათუმში, საზაფხულო სკოლებში, 500 სტუდენტს გადაამზადებენ. შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესორების ჩართულობის მხრივ. ბათუმი, თავს იმკვიდრებს მსოფლიო რუკაზე როგორც განათლების ჰაბი. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ასევე, ბათუმში შენდება განათლების ქალაქი, რომელიც მოიცავს მათემატიკურ სკოლას, საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)