08:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 12:52:45, 4195 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს

ავღანეთში, პარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა მისია სოფელ დაშთ რაბათში შეასრულეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ალფა ასეულის ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მოსახლეობასთან გასაუბრება იყო. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics