|
2021-07-22 23:25:56, 1220 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს, მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო, რომ 8 ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია
“ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო - 8 ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში, 5 ივლისის თემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდიოდა სხვადასხვა ლოკაციიდან და 3 500 პოლიციელის გადანაწილება მოხდა აღნიშნულ ლოკაციებზე. „ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიცია ოპერატიულად ვერ რეაგირებს. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. მე მინდა, კიდევ სიღრმეებში წავიდე და განვმარტო - 8 ლოკაცია ბოლოს გახდა 18 ლოკაცია. იქიდან გამომდინარე, რომ შემოდიოდა ზარები - ევროკავშირის ოფისიდან: „ შეიძლება შემოგვივარდნენ, გვიშველეთ“, იქ იყო გაშვებული 50 პოლიციელი, 100 პოლიციელი. იგივე იყო გაეროს შენობასთან, იქაც მოხდა ძალების გადასროლა. ასეთი იყო სახალხო დამცველის ოფისი და ძალიან ბევრი ოფისი. მათ შორის, გაჟღერდა, რომ ტელევიზიებთან მივლენ და შეიძლება შეუვარდნენ და დაამტვრიონ. იქაც გადავისროლეთ პოლიციური ძალები. 18 ლოკაციაზე 3500 ადამიანს რომ გაყოფ, მგონი, ადვილი დასათვლელია“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)