|
2021-07-22 23:24:56, 1190 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია
„რა რეაქცია უნდა მქონოდა, ძალიან მძიმე იყო და ძალიან მძიმე სანახავი იყო. ასევე, ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრებიც“, - განაცხადა შს მინისტრმა, ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების კადრების და იმ დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, რუსთავი 2- ის ეთერში. მინისტრმა ასევე ისაუბრა, ლექსო ლაშქარავას საქმის მასალებში არსებული ვიდეომტიცებულებების გასაჯაროების შესახებაც. „პირდაპირ გეტყვით, იმ კადრების გაშვება ბრიფინგებზე რაც მოგვიწია და იძულებულები გავხდით. მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს , ჩემს მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას, შვილს და ა.შ. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, პირდაპირ გეტყვით და ძალიან სამწუხაროა , რომ ასე მოგვიწია. ეს იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოებისგან წამოვიდა მოთხოვნა, გააჟღერეთ ინფორმაცია, რა მოხდა , გვითხარით რა ხდება , ძალიან აიწია ტემპერატურამ და უკვე იძულებულები გავხდით ... იცით რომ რუსთაველზე შეიკრიბა ხალხი და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს, პასუხი გაგვეცით რა მოუვიდა ამ ადამიანს? რა მოხდა? და რაც გქვონდა ჩვენ, ძალიან სწრადად ვიმუშავეთ , მთელი გუნდი ჩართლი იყო და ამ ინფორმაციას ვაწვდიდით... იძულებულები გავხდით ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა“ - განაცხადა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)