|
2021-07-22 22:11:15, 1055 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - „ლამბდა“ შტამი სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის
„ლამბდა“ შტამი სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი შტამი ჯერ მხოლოდ პერუაშია გავრცელებული. „ლამბდა სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია, საბედნიეროდ, ჩვენ არ გამოგვიცდია. ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ეპდვითარება გაუარესებულია, უკვე 2 000 შემთხვევას გადავაჭარბეთ, ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა. კორონავირუსით სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არაპროპორციულად, ანუ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი რჩება. ასე რომ, ინდური შტამი ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია. რა თქმა უნდა, ინდური შტამი დომინანტური გახდება. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბდა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)