|
2021-07-22 15:47:41, 922 ნახვა
რეგიონი
თამარ გაბუნიამ და ნინო ნიჟარაძემ აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამუშაო შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან გამართეს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. დისკუსიისას აღინიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევათა მატების ფონზე, უაცილებელია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება. იმუნიზაციის გაფართოებისა და მასშტაბურად წარმოებისათვის ასევე განიხილება სოფლის ექიმების ჩართვა. „აჭარაში სამედიცინო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაშია. მობილიზებულია საწოლფონდი. მომდევნო კვირიდან კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება მასშტაბი და პრაქტიკულად 24-ივე სამედიცინო დაწესებულება, 52 ამცრელი ბრიგადით შეძლებს ვაქცინაციის ადმინისტრირებას“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრის განმარტებით, უახლოეს დღეებში ვქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, მაღალმთიან აჭარასა და ბათუმში დაგეგმილია პედაგოგებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების იმუნიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)