|
2021-07-22 10:45:41, 1037 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ, უჩამბის თემის მოსახლეობას გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები გააცნო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ომარ ტაკიძემ, შეხვედრის მონაწილეებს როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაგა-ბაღი აშენდა; მიმდინარეობს ჯაბნიძეების, წაბლანის, ტბეთის სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლებში არსებულ მოსაცდელებს; სოფელ ჯაბნიძეებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა; მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება 15-მდე ლოკაციაზე; დაგეგმილია ღომას მთაზე ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა; გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა და რამდენიმე ლოკაციაზე ახალი სამანქანე გზის გაყვანა; აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები; შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)