|
2021-07-21 11:55:34, 941 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვემო ბოლნისში რიტუალების სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
მოსახლეობის მოთხოვნით, სოფელ ქვემო ბოლნისში რიტუალების სახლი შენდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 398 526 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ წელს ქვემო ბოლნისში, რიტუალების სახლის მშენებლობის გარდა, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზის დაგებაც ხორციელდება. “სულ მალე ქვემო ბოლნისში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ახალი რიტუალების სახლით სარგებლობას შეძლებენ. ახალი რიტუალების სახლის აშენება მოსახლეობის დიდი სურვილი იყო და მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი უკვე დასკვით ფაზაში შედის. ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 398 526 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ წელს სოფელში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპიც ხორციელდება”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)