|
2021-07-20 18:46:37, 1142 ნახვა
რეგიონი
აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე მზარდია
რეგიონში "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ,,სინოფარმის“ ვაქცინით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ. პროცესს ადგილზე აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრო. „აღსანიშნავი ფაქტია, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ მზარდია და საშუალოდ 1000 ზე მეტი მოქალაქე იცრება კოვიდსაწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით. განსაკუთრებული მადლობა პედაგოგებს ასეთი აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობისთვის. ეს პროცესი არა მარტო ბათუმში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებსა და მთიან აჭარაშიც აქტიურად მიმდინარეობს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას აცრისკენ, ეს ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად“, - აღნიშნა მარი ზანაქიძემ. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ამ ეტაპზე სულ 38 562 მოქალაქეა ვაქცინირებული. მათ შორის: ფაიზერი-4536; ასტრაზენეკა-6328; სინოვაკი-12648; სინოფარმი-15050;
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)