|
2021-07-20 17:16:20, 802 ნახვა
რეგიონი
ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველად, რეგულარული ფრენები დაიწყო. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ აჭარის ა/რ მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია Air Manas პირდაპირ ფრენებს ბიშკეკიდან ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ყოველ შაბათს შეასრულებს.
„ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმართულებებსა და რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე გაკეთდა აქცენტი.
რეგიონში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ურთიერთანამშომლობის საკითხები განიხილეს. ისინი მთიან აჭარასაც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და ფოლკლორ შოუს დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ივლისის განმავლობაში 304 რეგულარული ფრენა განხორციელდა. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენები ბათუმის მიმართულებით 10 მიმართულებიდან ხორციელდება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)