00:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 12:24:19, 728 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: ნებისმიერი პირი ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება

ნებისმიერი პირი ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ რამდენიმე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონის მოთხოვნაა, რომ გაუხსნელი საქმეების გახსნა მოხდეს.

მისივე თქმით, ამ პროცესის პოლიტიზირება არ მოხდება.

„ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და სამართლიანობის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, როგორ თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო, ან შეიძლება დღესაც ასრულებდეს რაიმე მოვალეობას, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. არავითარი პოლიტიზირება ამ პროცესის არ მოხდება. ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ამ საქმეების, ამ უმძიმესი დანაშაულების გახსნა მოხდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს.  

სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებაშია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი.

პროკურატურაში ცოტა ხნის წინ ადვოკატი დარეჯან გელაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ  ირაკლი ფირცხალავას, ლევან ბეროძისა და კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი- ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics