|
2021-07-19 21:35:48, 1066 ნახვა
კომენტარი
მაია სანდუ - ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას
„ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას“, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასოცირებული ტრიოს ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერეციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა ერთი რამის ცხადად თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში . ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომ საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი. იქნება ეს კოვიდი თუ კლიმატის ცვლილებები. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად ნათელია. ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას“, - განაცხადა მაია სანდუმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)