23:36 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 12:51:42, 756 ნახვა

პოლიტიკა
კუჭავა - ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის, კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან ყველა მედიასაშუალებასთან იყო კომუნიკაცია.

„ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევით. ნებისმიერ ჟურნალისტზე, თუ ჯგუფის წევრზე, ვიზეც მოვიდა მოთხოვნა, ყველაზეა საშვი დაშვებული. სტუმრებთან დაკავშირებით საშვის დაშვება დღეს არ იქნება, რომ არ განმეორდეს იგივე, როცა თქვენ, მათ შორის, პარლამენტის წევრები12 ივლისს, წინა რიგგარეშე სხდომაზე შეეცადეთ, სხდომა ჩაშლილიყო.  ამის უფლებას ვერ მოგცემთ, დღეს აუცილებლად გაიმართება მინისტრის მოსმენა და თქვენც მიიღებთ ამ სხდომაში მონაწილეობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ ჟურნალისტზე არ ყოფილა შეზღუდვა, მედიის წარმომადგენლებმა რა სიაც მოგვაწოდეს, ყველაზე იქნა საშვი დაშვებული.

ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა? თქვენ გქონდათ კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან? მე მქონდა და გაოგნებულები იყვნენ იმ საქციელით, სხდომის ჩაშლას რაც ეხებოდა. სადმე, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წარმოგიდგენიათ, დარბაზში რომ შევარდნილიყვნენ? - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics