23:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 12:25:20, 702 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი

შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი- ამის შესახებ, ოპოზიციონერმა დეპუტატიმა სალომე სამადაშვილიმა განაცხადა. მისი შეფასებით, საზოგადოებაში ყველა თანხმდება, რომ ვახტანგ გომელაური არის უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რაც  5 ივლისს მოხდა ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩემთვის და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის გომელაური პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს, მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება.

შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი. შიში აქვთ, რომ არ კითხონ, კითხვასაც აზრი არ აქვს, უთხრან თავიანთი სათქმელი - ეს არის შიში - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics