|
2021-07-17 20:11:04, 851 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ყველას ამოცანაა „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს ღარიბაშვილმა
“ყველას ამოცანაა „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილში არის ძირი ამ უბედურების და ის უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. „ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილის, მოქალაქეების, ვისაც გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალსა და თაობებს, თაობების შანსს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და თავისუფალი სამყაროს, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვიყოთ, ყველას ამოცანაა, ახლა ეს სამარცხვინო, „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ. მინიმალური ზღვარი არის ეს, თუმცა, საბოლოოდ, ყველას გვესმის, რომ პერსონალურად ივანიშვილში არის ძირი ამ უბედურების და ის უნდა შევცვალოთ არჩევნების გზით შემდეგ, მაგრამ ახლა ეს თუ გაუვიდათ, როცა ღია ომი გამოუცხადეს, თუ ამაზე რეაქცია არ ექნებათ მოქალაქეებს, უფრო მეტი ხიფათი გველის წინ ამ რეჟიმისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)